სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

მარტვილის მუნიციპალიტეტში კურორტ ლებარდეს განაშენიანების გეგმის საჯარო განხილვა გაიმართა

2020-07-23 17:27:00

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კურორტ ლებარდესთვის, განაშენიანების გეგმის შემუშავება მიმდინარეობს. გადაწყვეტილების უზრუნველყოფა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაევალა, დოკუმენტაციას კი საპროექტო ჯგუფი შპს „ბაუ დიზაინი“ ამუშავებს.

პირველი გაერთიანებული საჯარო განხილვა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში გაიმართა, სადაც საზოგადოება გაეცნო, როგორც ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის ამ ეტაპამდე შესრულებულ სამუშაოს, ისე - სტრატეგიულ გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშს.

ადგილობრივებთან ერთად განხილვას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელოში ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი და თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაფუძნებული გეგმების შემუშავება აუცილებელია ყველა ტიპის დასახლებისა და პირველ რიგში, კურორტებისთვის, რათა არ მოხდეს ქაოტური, უსისტემო განაშენიანება, შენარჩუნდეს ისტორიული იერ-სახე, მოწესრიგდეს სატრანსპორტო ქსელი და სხვა სახის ინფრასტრუქტურა.

ქალაქთმშებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების ფარგლებში კომპლექსურად გაანალიზდება მდგრადი განვითარების, ჯანსაღი, უსაფრთხო, მოხერხებული საცხოვრებელი და დასასვენებელი გარემოს შექმნის შესაძლებლობები. ეს, ერთის მხრივ, კურორტებს შეუნარჩუნებს სარეკრეაციო და ისტორიულ ღირებულებას და ამავე დროს, არ შეაფერხებს მათ განვითარებას.

რაც შეეხება ლებარდეს, არსებობს შესანიშნავი რესურსი, რომ განვითარდეს როგორც მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი და ტურისტულად მიმზიდველმა გარემომ უზრუნველყოს კერძო ბიზნესის დაინტერესება სხვადასხვა სფეროში ინვესტირების თვალსაზრისით.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო