სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა

2020-07-18 10:41:00
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2017 წელს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში ლოკოკინების ფერმა „ნადი გრუპი“ აშენდა.

ფერმა პროდუქციის რეალიზაციას, ძირითადად, იტალიაში ახორციელებს. წელს, ოქტომბერში, იტალიაში 45 ტონა ლოკოკინა ექსპორტზე გავა. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ფერმა „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

ფერმის ასაშენებლად, ჯამურად, 1 860 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 1 260 000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო. ფერმა წელიწადში, საშუალოდ, 50 ტონა ლოკოკინას აწარმოებს. საწარმოში, მუდმივად, 15 ადგილობრივია დასაქმებული.

„ბიოლოგიურად წარმოებული ლოკოკინა, ძირითადად საექსპორტო დანიშნულებისაა და ევროკავშირში გადის. ამ მიმართულებით სამინისტრომ აქტიურად იმუშავა. თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ითვალისწინებს ვალდებულებას ფიტოსანიტარიულ და ვეტერინარულ ვალდებულებებს, რომელიც სახელმწიფომ დააკმაყოფილა და, დღეისათვის, მოლუსკისნაირები და ლოკოკინები ევროკავშირის ბაზარზე არის დაშვებული. ღირებულებაში, ფერმერებისთვის, ეს არის საკმაოდ საინტერესო მიმართულება - ჰექტარზე შემოსავალი რამდენიმე ათეულ ათას ევროს შეადგენს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლოკოკინების ფერმაში, მინისტრთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია იმყოფებოდა. მისი განცხადებით, ლოკოკინების წარმოებას რეგიონში განვითარების კარგი პერსპექტივა აქვს, რასაც ის ფაქტი მოწმობს ის, რომ წარმოებაში ფერმერები აქტიურად ერთვებიან.
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728
29
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო