ახალი ამბები
,,სამეგრელოს გენდერული ქსელის'' ანგარიშს ნინო ვიბლიანი დაესწრო

,,სამეგრელოს გენდერული ქსელის” შეხვედრას, რომელიც COVID19 პანდემიის პერიოდში ქსელის საქმიანობის ანგარიშს ეხებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი დაესწრო.
,,სამეგრელოს გენდერული ქსელი” ასოციაცია ”მერკურის” ინიციატივით 2010 წელს დაფუძნდა და აერთიანებს სამეგრელოს რეგიონში მოქმედ 17 ქალთა ორგანიზაციას სამეგრელოს 7 მუნიციპალიტეტიდან (ზუგდიდი, ფოთი, ხობი, სენაკი, მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ).
ქსელი მის მთავარ პრინციპად და მისიად მიიჩნევს, სამეგრელოს რეგიონში ქალთა სამოქალაქო, სოციალურ- ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების გაფართოების ხელშეწყობას, მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაცვას.