სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია საფრანგეთის ელჩს შეხვდა

2020-06-25 19:33:00

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, სამუშაო ვიზიტით სამეგრელოში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას შეხვდა. სახელმწიფო რწმუნებულმა ელჩს, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვნი პროექტები გააცნო. შეხვედრისას საუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის და საფრანგეთის რეგიონებს შორის ეკონომიკის, აგრარული სექტორის, კულტურის და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

ალექსანდრე მოწერელიამ ელჩს კორონავირუსის გავრცელების პროევენციის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდა. სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საფრანგეთის და საქართველოს ისტორიულ მჭიდრო კავშირებზე.

ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის ელჩმა, სახელმწიფო რწმუნებულთან და ზუგდიდის მერთან ერთან ერთად დადიანების სასახლე და განახლებული ბოტანიკური ბაღი დაათვალიერა. ელჩი ვიზიტის ფარგლებში რეგიონის სხვადასხვა ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს, შეხვდება არასამთავრობო სექტორს, ზუგდიდ-ცაიშისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტებს, ეწვევა ალენ მიურატის ოჯახს და ფრანგული ენის მასწავლებლებს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო