სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას 1 წლის ანგარიში

2020-06-23 17:27:00

ბოტანიკურ ბაღში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა   გიორგი შენგელიამ  გაწეული 1 წლის  საქმიანობის შესახებ ანგარიში  წარადგინა. მუნიციპალიტეტის მერმა   განხორციელებულ  და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

ანგარიშის წარდგენას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია დაესწრო და საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში  2019- 2020 წელს  109 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 73 000 000 ლარი შეადგინა.

რეაბილიტაცია ჩაუტარდა  19  გზას,  აღდგა წყალმომარაგების პროექტის განხორციელების  დროს   დაზიანებული 50 მდე-გზა. ტენდერი გამოცხადებულია 34 გზის რეაბილიტაციაზე, წლის ბოლომდე  აღდგება   60-მდე გზის საფარი.  ზუგდიდს მალე 24 - საათიანი წყალმომარაგება ექნება.

განახლდა მუნიციპალურისსაზოგადოებრივიტრანსპორტის ავტოპარკი. ზუგდიდს   15 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ავტობუსი ჰყავს. მოსაცდელებზე დამონტაჟდა ელექტროტაბლოები.

წლის ბოლომდე იგეგმება 25 ახალი ავტობუსის შეძენა და გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლა.  შშმ პირებისთვის ადაპტირებული მოსაცდელები მოეწყობა,  საშეღავათო  ტარიფები დაწესდება სხვადასხვა სოციალური ჯგუფისთვის.  რუხის ადმინისტრაციულ ერთეულში ავტოპარკი ეწყობა.

მუნიციპალიტეტში პირველად 2019 წელს დაინერგა  ახალი პროექტი  ,,სამოქალაქო ბიუჯეტი“. პროექტის ფარგლებში შემოვიდა 39 საპროექტო წინადადება, აქედან მიმდინარე წელს  26 პროექტი განხორციელდება.

დევნილებიმოსახლეობისსაცხოვრებელიფართითუზრუნველყოფისთვის, სრულდება 3 კორპუსის მშენებლობა – უახლოეს პერიოდში საცხოვრებელ ბინებს მიიღებს 360 დევნილი ოჯახი. წლის ბოლომდე დასრულდება 600 ბინის მშენებლობა .

ახალგაზრდულიპროექტებისფარგლებში, ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკა და ახალგაზრდული სივრცე მოეწყობა.

მუნიციპალიტეტში, ვითარდება სპორტული ინფრასტრუქტურა. რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს. მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონზეც, აშენდება ხელოვნურსაფარიანი სტადიონიც. აშენდება  5 ათას მაყურებელზე გათვლილი  რაგბის სტადიონი.

მუნიციპალიტეტმა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებში მცხოვრებ ოჯახებს, 2019 წელს  25 ოჯახს  სოციალური სახლი აუშენა, ,,ერთი თბილი ოთახის“ პროგრამაში კი ჩაერთო 18 ოჯახი. მიმდინარე წელს კი 25 სახლი აშენდება, შეიცვალა საცხოვრებელი სახლების დიზანი და გაიზარდა მოცულობა. 

თავისუფლების ქუჩაზე, სოციალურად დაუცველი ბენეფიციარებისთვის 20 -ბინიანი კორპუსის მშენებლობაც იგეგმება.

იწყება   რუხში, მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ცენტრ ,,ჩემი მორდუს“ მშენებლობა.   პროექტს საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“   ახორციელებს. სიახლეა ჯანდაცვის პროგრამებშიც.  მიმდინარე წელს სამედიცინო დახმარების პროგრამას დაემატა რამდენიმე ახალი ქვეპროგრამა. 18 წლამდე ასაკის ბავშვების სასმენი აპარატის თანადაფინანსება, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე  ბავშვთა აბილიტაცია. გაიხსნა სკრინინგ-ცენტრი. აშენდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში აშენდა 5 ახალი ამბულატორია. ზუგდიდში,  თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო–სამაშველო სამსახურის შენობა გაიხსნა. ასევე ანაკლიაში აშენდა.ველო შენობის მშენებლობა.

ქალაქისიერსახისმოწესრიგებისთვის, მოეწყო ეზოები,  საბავშვო მოედანი, დასრულდა ვეტერანთა ხეივანის მოწყობა.

საგანმანათლებლოინფრასტრუქტურისგანახლებისმიმართულებით, ახალი სკოლა შენდება დარჩელში. სრული რეაბილიტაცია უტარდება მე-3 საჯარო სკოლას. 1.5 მილიონი ლარი მოხმარდება სკოლებში სველი წერტილების რეაბილიტაციას. ახალი საბავშვო ბაღები შენდება ანაკლიაში, ჯუმსა და ლაღიძის ქუჩაზე.  წლის ბოლომდე დაიწყება   5 საბავშვო ბაღის მშენებლობა. N1 საბავშო ბაღს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გრძელდება ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობისა და მერის სტიპენდიის პროგრამები. საბავშვო ბაღებში პერსონალს ხელფასები 15-20%-ით გაიზარდა. გაიზარდა კვების დაფინანსების თანხაც. პანდემიის დროს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.

ფონდი ქართუს დაფინანსებით მიმდინარეობს შ. დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატული თეატრის  რეაბილიტაცია. ასევე ფონდი ,,ქართუს“ დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნიკოსეულ სასახლეს.

რეაბილიტირდა რკინიგზის სადგური. ზუგდიდს განახლებული საჭადრაკო სკოლა აქვს.

ტურისტულ სეზონს სრულ მზადყოფნაში ხვდება ანაკლია-განმუხური.  განმუხურში  სტიქიის შედეგად დაზიანებული ამფითეატრს  რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ანაკლიაში მიმდინარეობს კაფე-რესტორნის რეაბილიტაცია. ტურისტებს სრულ მზადყოფნაში ხვდება განმუხურში მდებარე აკვაპარკი.

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. წლის ბოლომდე ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებს უფასოდ უმასპინძლებს.

ზუგდიდში ტურიზმის განვითარების მიზნით ახალი პროექტი „ეთნო ცენტრი ტრადიციული რეწვის განვითარებისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტში“ ხორციელდება.

მუნიციპალიტეტიაქტიურადიყოჩართულიკორონავირუსისსაპრევენციოსამუშაოებში.  მუნიციპალიტეტისბიუჯეტიდან და ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობით დახმარება გაეწია 10 000-მდე ოჯახს. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებებში ჩაერთო რუხის კლინიკა. ანაკლია-განმუხურში 140-ადგილიანი საკარანტინო სივრცე მოეწყო.

თერმოსკრინინგი ჩაუტარდა 24 245 ადამიანს.  ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ტესტირება ჩაუტარდა 3500-მდე ნიმუშს.

რა კეთდება ზუგდიდში - იხილეთ პრეზენტაცია: https://bit.ly/2YuhREV 

მობილური აპლიკაცია - მერის 1 წლის ანგარიშის შესახებ, გახსენით ბმული: http://gov.ge/zugdidi/

 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო