სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია სპორტული კომპლექსისი და სფფ-ის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობას გაეცნო

2020-06-16 19:20:00

ფოთში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს დიდი (25X16) და მცირე (10X8) საცურაო აუზი ექნება, საცურაო სივრცეში განთავსდება 100 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. კომპლექსს ასევე ექნება სპორტული მოედანი, 160 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით, ცალკე განთავსდება ფიტნეს დარბაზი. სპორტულ კომპლექსში მოეწყობა საშხაპეები, ოთახები მწვრთნელებისთვის, მსაჯებისთვის, პერსონალისთვის და ექიმისთვის. იქვე განთავსდება კაფე და საერთო საცხოვრებელი სპორტსმენებისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მის მოადგილესთან დავით ვერავასთან, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატთან ირაკლი ხახუბიასთან და ფოთის მერთან გოჩა კურდღელიასთან ერთად გაეცნო.

ახალი კომპლექსი სპორტით დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მისცემს კეთილმოწყობილ გარემოში ივარჯიშონ და სპორტის მრავალ სახეობაში გამართონ ტურნირები, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. პროექტის განხორციელება გასული წლის მარტში დაიწყო და მიმდინარე წელს დასრულდება, მისი ღირებულება 14,5 მილიონი ლარია.

ალექსანდრე მოწერელიამ ფოთშივე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში, რომელიც ფოთის საფეხბურთო სკოლის ტერიტორიაზე ხორციელდება, ადგილზე მოეწყო ორი ხელოვნურსაფარიანი სტანდარტული ზომის მოედანი ხელოვნური განათებით, ტრიბუნით და ადმინისტრაციული შენობით. მშენებლობა 2019 წლის ივლისში დაიწყო და დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ალექსანდრე მოწერელია საზღვაო აკადემიის, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლის, საცურაო აუზის და თეატრის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13
141516171819
20212223242526
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო