სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია სოფლის მეურნეობის საწარმოების მუშაობას ჩხოროწყუში გაეცნო

2020-06-10 14:22:00

სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში დაფნის საწარმო ,,ჯუმითი 2014“-ს სტუმრობდა. საწარმო პანდემიის მიუხედავად შეუფერხებლად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მუშაობს.

დაფნის საწარმო სახელმწიფო პროგრამით დაფინანსდა და წელს 100 ტონაზე მეტი ნედლი დაფნის ფოთლის გადამუშავებას აპირებს. საწარმო 100%-ით ექსპორტზეა ორიენტირებული, ის უკრაინის და ჩინეთის ბაზარზე გადის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საწარმოს ასაშენებლად 1 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც მეწარმე ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში გრანტის სახით სახელმწიფოსგან 376 000 ლარით დაფინანსდა. „ჯუმითი 2014“- ს სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში 600-მდე ბენეფიციარი ჰყავს, კომპანია მათი მცირე საოჯახო მეურნეობიდან დაფნის ნედლ და ხმელ ფოთოლს იბარებს. საწარმო ჩხოროწყუში 2019 წელს ამოქმედდა და იქ 40-მდე ადგილობრივია დასაქმებული.

დაფნის საწარმოში პანდემიის პერიოდში არსებულ სამუშაო პროცესს და კომპანიის გეგმებს სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად მისი მოადგილეები, პარლამენტის წევრი ჯუმბერ იზორია, ჩხოროწყუს მერი და საკრებულოს თავმჯდომარე გაეცნენ.

სახელმწიფო რწმუნებული ჩხოროწყუს სოფელ ნაფიჩხოვოში, რეაბილიტირებული ჩაის პლანტაციებს და კრეფის პროცესს გაეცნო. შ.პ.ს. ,,კოლხი 2018“-მა ქართული ჩაის პროგრამის დახმარებით 53 ჰექტარი ჩაის რეაბილიტაცია მოახდინა, კრეფის პროცესში 50 ადგილობრივია დასაქმებული და მათი დღიური ანაზღაურება 35-დან 50 ლარამდეა.

ალექსანდრე მოწერელია ასევე იმყოფებოდა სოფელ ლესიჭინეში მეღვინეობა ,,ხარებას“ სანერგე მეურნეობაში, სადაც ვაზის კოლხური ჯიშებია მოშენებული, სახელმწიფო რწმუნებულმა კოლხური ღვინის პოპულარიზაციასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ჩვენ დღეს ვიმყოფებით სოფელ ლესიჭინეში, ეს არის ერთ-ერთი უძველესი კერა მევენახეობის. სასიხარულოა, რომ კომპანია „ხარებამ“ გააშენა ძველი კოლხური ჯიში „ოჯალეში“, კოლხური „საფერე“ და ასევე გაშენებული აქვთ სხვადასხვა ლოკაციებზე ენდემური ჯიშები. მეღვინეობა ერთ-ერთი უძველესი დარგია ჩვენი რეგიონისთვის, მისასალმებელია, რომ სწორედ აქ დაიწყო ამ უძველესი დარგის აღორძინება. მე მინდა ასევე მოვუწოდო ჩვენ თანამოქალაქეებს ვინც დაინტერესებულია მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებით , სამეგრელო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ამ მხრივ და უფრო მეტი დაინტერესება გამოიჩინონ“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო მუხურში ხარების საფუტკრე მეურნეობას, რომელიც ბიოთაფლზე მუშაობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო