სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ტობავარჩხილის გზის მოწყობასა და ლუგელას ხეობაში ტურიზმის განვითარებაზე ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებული ესაუბრა

2020-06-09 00:02:00
ხეობაში, ცნობილ ტურისტულ ლოკაციამდე - ტობას ტბებამდე მისასვლელი გზა მოეწყობა. პროექტი ითვალისწინებს ტობავარჩხილის გზის 10 კილომეტრიანი საფარის მოწყობას, ახალი გზის გაჭრის პროექტს ,,მუნიციპალური განვითრების ფონდი“ ახორციელებს და მისი ღირებულება 12 მილიონ ლარამდეა, გზის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

ახალი გზის მნიშვნელობაზე და ლუგელას ხეობაში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ადგილობრივებს სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პარლამენტის წევრ ჯუმბერ იზორიასთან ერთად ესაუბრა. ალექსანდრე მოწერელიამ ხეობაში ტურისტული ობიექტებიც დაათვალიერა და 15 ივნისიდან მოქალაქეებს სამეგრელოში მოგზაურობისკენ მოუწოდა.

ტობავარჩხილი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მარშრუტია. ეგრისის ქედზე, ზღვის დონიდან 2650 მეტრზე მდებარეობს 5 უნიკალური ტბა, რომლებსაც ადგილობრივებმა ვერცხლის ტბები შეარქვეს, ხეობაში უნიკალური მღვიმეები და კანიონებია.

სახელმწიფო რწმუნებულმა დღესვე მუხურში სასტუმორების მშენებლობა დაათვალიერა. სასტუმრებს კომპანია ,,Mukhuri Resort” აფინანსებს.
 
 
 
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო