ახალი ამბები
ქეთევან ციხელაშვილმა და ნინო ვიბლიანმა ბავშვთა დაცვის დღე გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრებ მრავალშვილიანებს მიულოცეს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად, გამყოფ ხაზთან სოფელ ხურჩასა და ორსანტიაში სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა. მინისტრმა ოჯახებს 1 ივნისი, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადასცა.
საერთო ჯამში რეგიონში სასურსათო და ჰიგიენური საშუალებების კალათები ზუგდიდის, წალენჯიხისა და მესტიის მუნიციპალიტეტების საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ 272 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცემა. პროექტი საფრანგეთის საელჩოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.