ახალი ამბები
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი მიმდინარეობს
2020-05-30 13:44:00
პანდემიის პერიოდში საბავშო ბაღებში შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო, ბაღის აღსაზრდელების კვებისთვის გამოყოფილი თანხებით სასურსათო პროდუქტების დარიგება მიმდინარეობს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დღეს საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი დაიწყო. 12 სახეობის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 4300-მდე ბაღის აღსაზრდელი მიიღებს.
დარიგების პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა წოწოერიასთან ერთად რუხის საბავშვო ბაღში გაეცნო.
,,პანდემიის პერიოდში საბავშო ბაღებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, აქედან გამომდინარე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ბავშთა კვებისთვის გამოყოფილი თანხებით ხდება მათთვის სასურსათო პროდუქტის გაცემა. ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საბავშვო ბაღებში პროდუქტის დარიგების მესამე ეტაპი. სასურსათო პროდუქტების გაცემის მესამე ეტაპი რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოხდება“ - განაცხადა ნინო ვიბლიანმა.
პროდუქტის დარიგება სპეციალისტების რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს.