სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეგრელოში 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი გაშენდა

2020-05-16 21:07:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სასოფლო სამეურნეო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებული პანდემიის მიუხედავად რეგიონში სოფლის მეურნეობის პროგრამების განხორციელება არ შეჩერებულა.
 
სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ - კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტია. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ნახევარ ჰექტარამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს. პროგრამის ფარგლებში სამეგრელოს რეგიონში 250-მა ფერმერმა 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი უკვე გააშენა.
 
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამა ,,დანერგე მომავლის" ფარგლებში გაშენებული მოცვის ბაღები დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ დაათვალიერა. ფერმერმა აბესალომ გარმელიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, წელს სამ ჰექტარზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა, მიმდებარედ კი მოცვის სხვადასხვა ჯიშების პლანტაცია ჯამში 9 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ფერმერი წელს პირველ მოსავალს აიღებს, გარმელიები ერთ თვეში 10 ტონა ლურჯ მოცვს ევროპაში სარეალიზაციოდ გაამზადებენ. მალხაზ თორიამ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის უფროსთან გიორგი ქვარაიასთან ერთად ფერმერებს მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა გააცნო.
 
აბესალომ გარმელია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროგრამით ისარეგებლებს, ფერმერი საწვავზე სუბსიდირებას და ყოველ ჰექტარზე დამატებით 200 ლარიან დახმარებას მიიღებს.
 
,,ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შეთავაზებული დახმარება ფერმერებისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს ხელშეწყობა დაგვეხმარება, რომ მეტი პროდუქცია შეიქმნას სოფლად, რაც გააძლიერებს და დაეხმარება ფერმერულ მეურნეობებს. ჩვენ ვეცნობით სხვადსხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მდგომარეობას, ამჯერად ვიმყოფებით მოცვის ახლადგაშებნებულ ბაღებში. ჩვენს რეგიონში სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ - კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტის ფარგლებში გაშენებულია 470 ჰექტარზე ლურჯი მოცვი. პროგრამის მოსარგებლეების რაოდენობა ამ ეტაპისთვის შეადგენს 250 ბენეფიციარს. პროგრამა მიმდინარეა და გრძელდება განაცხადების მიღება. მნიშვნელოვანია, რომ როგორც ნერგები ასევე სარწყავი სისტემა ფერმერებმა მიიღეს უფასოდ და ეს არის დიდი ხელშეწყობა სახელმწიფოსგან“ - განაცხადა მალხაზ თორიამ.
 
სამეგრელოს რეგიონში ყველაზე მოთხოვნადი სოფლის მეურნეობის სახელმწიფო პროგრამა ,,დანერგე მომავლის“ - კენკროვანი კულტურების ქვეკომპონენტია. პროგრამის მიხედვით სახელმწიფო ნახევარ ჰექტარამდე ბაღების გაშენებისთვის საჭირო ნერგებსა და წვეთოვან სარწყავ სისტემას 100%-ით აფინანსებს. მოცვის პროგრამა მიმდინარეა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამსახურის გათვლებით 2021 წლისთვის ლურჯი მოცვის ბაღების ფართობი რეგიონში 1000 ჰექტარს მიაღწევს.
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო