ახალი ამბები
მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებს სამეგრელოში ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცეს
2020-05-09 14:02:00

მეორე მსოფლიო ომში მონაწილევეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ მიულოცეს.
ხელისუფლების წარმომადგენლები 97 წლის კარლო ლაგვილავას ანაკლიაში ესტუმრნენ და სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქარი გადასცეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 18 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, თითოეულ მათგანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფულადი დახმარებებიდა სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქრები გადაეცემა.