ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია მოცვის და მეცხოველეობის სექტორში წარმოდგენილ ფერმერებს ონლაინ ჩართვის საშუალებით გაესაუბრა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან დისტანციურ შეხვედრებს მართავს. ონლაინ ჩართვის საშუალებით მხარის რწმუნებული ამჯერად მეცხოველეობის და მოცვის სექტორში წარმოდგენილ ფერმერებს გაესაუბრა, შეხვედრაზე ასევე ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტების მერები. სახელმწიფო რწმუნებულმა დარგის წარმომადგენლებისგან მოისმინა ყველა იმ საჭიროების შესახებ რაც მეწარმეებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების პერიოდში შეექმნათ.
ონლაინ ჩართვის საშუალებით სახელმწიფო რწმუნებული უკვე გაესაუბრა მეფუტკრეებს, სიმინდის და ჩაის სექტორში დასაქმებულ ფერმერებს და მათგან მოისმინა არსებული საჭიროებების შესახებ.
სახელმწიფო რწმუნებული, სოფლის მეურნეობის სხვა დარგის წარმომადგენლებთანაც გამართავს ონლაინ ჩართვებს და არსებული საჭიროებების შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან მიიღებს.