სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

წალენჯიხაში ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესს ალექსანდრე მოწერელია გაეცნო

2020-05-05 18:58:00
 ჩაის კრეფის სეზონი წალენჯიხაში აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში 40 ადგილობრივი უკვე დასაქმებულია და ყოველდღიურად 25-40 ლარამდე გამოიმუშავებს, დასაქმებულთა რიცხვი მიმდინარე თვეს მხოლოდ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 120-მდე გაიზრდება.
 
ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესი სოციალური დისტანციის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად მიმდინარეობს. კომპანია ,,ლაზი“, რომელიც 300 ჰექტარზე ჩაის პლანტაციას ამუშავებს და წელს 160 ტონამდე პროდუქციის წარმოებას გეგმავს სეზონს განახლებული ტექნოლოგიებით ხვდება.
 
კომპანიამ სახელმწიფოსგან პროექტ ,,ქართული ჩაის“ ფარგლებში უსასყიდლოდ 47 ათასი ლარის ღირებულების თანამედროვე აპარატურა მიიღო, რისი დახმარებითაც უმაღლესი ხარისხის მწვანე ჩაის მომხმარებელს წელს პირველად შესთავაზებს.
 
ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესს დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერთან ბესიკ ფარცვანიასთან და მოადგილეებთან ერთად გაეცნო. სახელმწიფო რწმუნებულმა, დარგის მნიშვნელობაზე და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე ისაუბრა.
 
,,მეჩაიეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი რეგიონისთვის. ძალიან სასიხარულოა, რომ რომ დღეს მიმდინარეობს აქტიური სამუშაო პროცესი. როგორც მინდვრად, ასევე თვით ჩაის ფაბრიკებიც მუშაობენ იმ რეკომენდაციების დაცვით, რაც არის გათვალისწინებული, როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ. დარგი ნელა-ნელა ძლიერდება, იკრებს ძალებს, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის. სახელმწიფო თავის მხრივ რა თქმა უნდა ცდილობს ხელი შეუწყოს ამ დარგის აღორძინებას” - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
კომპანია ლაზი მიმდინარე სეზონზე 160 ტონამდე პროდუქციის წარმოებას აპირებს, აქედან 50 ტონა უმაღლესი ხარისხის მწვანე და შავი ჩაი იქნება. ჩაის გადამუშავების შემდეგ მისი დაფასოება ადგილზევე ხდება. წარმოებული ჩაით კომპანია ლაზი ეროვნულ ბაზართან ერთად ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებსაც ამარაგებს.
 
ალექსანდრე მოწერელიამ დღესვე წალენჯიხაში ჩაის ახლად რეაბილიტირებული პლანტაციაც დაათვალიერა, რომელიც 6,5 ჰექტარს მოიცავს. აივენგო შანავამ ჩაის ნაკვეთის რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეძლო.
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232425272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო