სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია: სოფლად მცხოვრებ ყველა მოქალაქეს ვისაც განსაკუთრებული საჭიროება აქვს შეუძლია დაუკავშირდეს სოფლის რწმუნებულს და საკრებულოს მაჟორიტარს

2020-04-23 14:31:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სოფლად მცხოვრებ მოქალაქეებს ვისაც განსაკუთრებული საჭიროებები აქვს შეუძლიათ სოფლის რწმუნებულებს და საკრებულოს მაჟორიტარებს მიმართონ, რომლებიც მათ მოემსახურებიან. საუბარია სურსათით და მედიკამენტებით მომარაგების საკითხებზე, ასევე სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებულ გადაადგილებაზე. ამის შესახებ განცხადება სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ მედიასთან გააკეთა.

 

,,გუშინ ჩვენ მივიღეთ საკმაოდ დაძაბული დღე, მუნიციპალიტეტებში დიდი მოთხოვნები შემოვიდა საშვებზე, ასევე პრობლემები გაჩნდა სოფლებში, მედიკამენტებთან დაკავშირებით. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, როგორც სოფლის რწმუნებულებისთვის, ასევე მაჟორიტარებისთვის მიგვეცა გადაადგილების უფლება, რადგან მომსახურეობდნენ მოსახლეობას. ყველა მოქალაქეს ვისაც განსაკუთრებული საჭიროება აქვს შეუძლია დაუკავშირდეს სოფლის რწმუნებულს და საკრებულოს მაჟორიტარს თავისივე სოფელში და დახმარებას გაუწევენ.

 

იმ შემთხვევაში, თუ კი სოფლის რწმუნებულის და მაჟორიტარის რესურსი ვერ გაწვდება მოთხოვნას რაც არის, ამ შემთხვევაში მათ უნდა ისარგებლონ მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო რწმუნებულის ცხელი ხაზით, სადაც მათ გაეწევათ დახმარება.

 

ეს მდგომარეობა, რა თქმა უნდა დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, თუმცა უნდა გავიჭირვოთ ცოტახანი, იმისათვის რომ ნელ-ნელა დაიწყოს მოხსნა ამ შეზღუდვების და რეგულაციების, რათა დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ეს ყველაფერი კეთდება ჩვენივე უსაფრთხოებისთვის“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო