სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუბნებულის კომენტარი

2020-04-06 11:05:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია მედიასთან რეგიონში მიმდინარე საკითხებზე და კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო სამუშაოებზე საუბრობს.
 
,,ჯერ-ჯერობით გვყავს 2 ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობენ ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში. სამ ადამიანს, რომელსაც კავშირი ქონდა გამოვლენილ შემთხვევასთან არ დაუდასტურდა კორონავირუსი, თუმცა მათი ანალიზები გაიგზავნება ხელახლა. ძალიან ბევრი კავშირი უფიქსირდება, როგორც პირველად ინფიცირებულს, ასევე ამ სამ ადამიანს, ამდენად რისკი მაღალია და ამიტომაც გადამოწმებას საჭიროებს. ასევე გამოვლენილია კონტაქტის-კონტაქტები, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო პოლიციას, განსაკუთრებით ბატონ ავთანდილ გალდავას - სამხარეო პოლიციის უფროსს და თითოეულ პოლიციელს, ძალიან სწრაფად და ოპერატიულად იმუშავეს და უმოკლეს დროში იქნა დაგენილი ყველა კონტაქტი ვისთანაც ქონდა კავშირი, როგორც ინფიცირებულს, ასევე იმ სამ პიროვნებას ვის ანალიზებსაც ვაგზავნით ხელახლა გამოკვლევაზე“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
 
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში უკვე ფუნქციონირებს 7 ,,ცხელების ცენტრი“ - ,,ცხელების ცენტრებს“ შეუძლიათ საჭიროების შემთხვევაში 42 პაციენტის მიღება, უახლოეს დღეებში ველოდებით ასევე, რუხის საავადმყოფოს ფუნქციონირების დაწყებას“ - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
 
სახელმწიფო, რწმუნებულმა კომენტარი გააკეთა ბაზრების საკითხზეც, მისი განცხადებით დაიხურა სენაკის და ზუგდიდის აგრარული ბაზრები - ,,სენაკის და ზუგდიდის ბაზრები დახურულია, რაც შეეხება ფოთს, იქ ფაქტიურად ფუნქციონირებს ერთი დიდი სუპერმარკეტი ,,უნივერსამი“ და ამავე დროს მინდა ავღნიშნო ის, რომ ფოთის ბაზარმა ძალიან სწრაფად შეძლო ყველა იმ რეკომენდაციის დაცვა, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნაღდ ფულთან კავშირს ასევე დისტანციის დაცვას, ეს იქნება კარგი მაგალითი სხვა ბაზრებისთვის. ჩვენ არ ვაპირებდით ზუგდიდის ბაზრის დახურვას, თუმცა მათ ვერ მოახერხეს რეკომენდაციების დაცვა, რაც შეეხება სენაკს, იქ უფრო რთულად იყო საქმე და ამიტომაც გადაწყდა დახურვა საბჭოს სხდომაზევე“ - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა. 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო