სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფელ ინგირში მოსახლეობისთვის მასიური თერმოსკრინინგი მიმდინარეობს - პროცესს ნინო ვიბლიანი გაეცნო

2020-04-03 13:45:00
 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ადგილობრივებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები თერმოსკრინინგს უტარებენ. სკრინინგი უკვე ჩაუტარდა ინგირში მცხოვრებ 100-ზე მეტ მოქალაქეს, პროცესი გრძელდება.
 
 
 
თერმოსკრინინგის პროცესს სოფელ ინგირში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეგიონული ხელმძღვანელი ანზორ ქობალია გაეცნენ.
 
 
 
თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ზედაეწერში, სადაც 1037 მოქალაქეს ჩაუტარდა შემოწმება, არცერთ მათგანს არ აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა. ეს არის სოფელი სადაც, ცხოვრობს პირველი პაციენტი, 67 წლის მამაკაცი, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი, სწორედ ამიტომ გადაწყდა ამ სოფლებში მასიური სკრინინგი. თერმოსკრინინგი ასევე ჩაუტარდა სოფელ შამგონაში მცხოვრებ 350-ზე მეტ მოქალაქეს. გარდა სოფლებისა შემოწმება ტარდება ზუგდიდისა და ფოთის საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< April 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
 12345
6
78910111213
14151617181920
21222324252627
282930    

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო