სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია ხობში კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა

2020-03-27 16:21:00
 სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია რეგიონში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებს და გასატარებელ სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტებში ეცნობა.
 
სახელმწიფო რწმუნებული ამჯერად ხობში, მის მოადგილესთან ლუდუკ ხასიასთან ერთად კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე მიმოიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები, განხორციელებული აქტივობები და კოორდინირებული მუშაობის გეგმები.
 
ალექსანდრე მოწერელია დაინტერესდა ხობში თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების საკითხით. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის შორენა საბახტარაშვილის და პოლიციის უფროსის დავით პაპავას ინფორმაციით თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები დღეში რამდენჯერმე მოწმდებიან და აკვირდებიან რამდენად კარგად იცავენ თვითიზოლაციის წესებს. ხობში ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 40 მოქალაქე, ხოლო საკარანტინო ზონაში 4 მოქალაქე იმყოფება.
 
შეხვედრას ხობის მერი, პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ. სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებების წარმომადგენლებს კოორდინირებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< December 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
      1
2345678
9101112131415
16171819202122
232426272829
3031     

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო