სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ხობში მრავალშვილიანი და მარტოხელა მოქალაქეებისთვის სასურსათო პროდუქტის გაცემა მიმდინარეობს

2020-03-27 15:18:00

 ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 200 მრავალშვილიანი და მარტოხელა ოჯახი პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტს მიიღებს. მათ, სასურსათო კალათას მერიის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ.

პროდუქტების გაცემის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მისი მოადგილე ლუდუკ ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდნენ.

სასურსათო პროდუქტის გადაცემა ბიზნესმენ თამაზ ბასილაიას მხარდაჭერით განხორციელდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მას მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოსთან ერთად პროცესში ჩაერთო ბიზნეს სექტორი.

ამავდროულად ხობის მერია საკუთარი სახსრებით დამატებით 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს სასურსათო პაკეტს გადასცემს. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ხობის მსგავსად სოციალურად დაუცველებისა და რისკ ჯგუფის მოქალაქეებისთვის პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტის გაცემა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში მოხდება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< February 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24
25262728  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო