ახალი ამბები
ფოთში პირბადეების წარმოების პროცესი დაიწყო
ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსნდრე მოწერელიამ ფოთში, „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალო საწარმო დაათვალიერეს, სადაც ადგილობრივი პირბადეების წარმოება დღეიდან დაიწყო.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით და ეკონომიკის სამინისტროს ორგანიზებით დაიწო პროგრამა, რომელიც გულისხმობს რამდენიმე სამკერვალოში ადგილობრივი პირბადეების შეკერვას. ეს პირბადეები დამზადდება სხვადასხვა მასალისგან, რომელიც შეთანხმებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და შემოწმებულია ლუგარის ლაბორატორიაში.
პირველ ეტაპზე, საწარმოში დოლბანდიდან შეკერილი პირბადეები დამზადდება, რომელიც პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში შეიძლება მრავალჯერ გამოვიყენოთ. „აჭარა ტექსტილის“ სამკერვალოში საწარმოებული პირბადეები ირეცხება და მოჰყვება გამოყენების ინსტრუქცია. პირბადეები დამზადებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაიდლაინების გათვალისწინებით.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში პირბადეები იმ ათამდე სხვადასხვა სამკერვალო ფაბრიკაში შეიკერება, რომლებმაც გამოთქვეს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი.