ახალი ამბები
ზედაეწერში ცეცხლის შედეგად დაზიანებული ქარსაცავი ზოლი აღდგება
✔ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა ეწერში ხანძრის შედეგად დაზიანებული ქარსაცავი ზოლის დასუფთავება, პრობლემური ხეების გადაბელვა და დამწვარი მცენარეების მოჭრა მოხდა. სავარაუდოდ დაუდევრობის შედეგად გაჩენილმა ხანძარმა ჩაის და თხილის ნარგავებიც დააზიანა. დასუფთავების სამუშაოები ზუგდიდის კეთილმოწყობის სამსახურმა განახორციელა.
ზედაეწერში ცეცხლის შედეგად დაზიანებული ქარსაცავი ზოლის აღდგენას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის და გამწვანების სამსახურები უზრუნველყოფენ.
ცეცხლის ლიკვიდაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ დროულად მოხდა, რითაც მოსახლეობასა და მათ საკარმიდამო ნაკვეთებზე ცეცხლის გავრცელება აღკვეთილ იქნა.
ზედაეწერში მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, მის მოადგილესთან დავით ფარცვანიასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად დაათვალიერა, მათ მეხანძრე-მაშველებს გაწეული სამუშაოებისთვის მადლობა გადაუხადეს.
მხარის რწმუნებული მოსახლეობას მოუწოდებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე, საძოვრებსა და სათიბებზე საგაზაფხულო სამუშაოებისას, არ დაწვან ნარჩენები რადგან ქმედებამ შესაძლოა ხანძრის გავრცელება გამოიწვიოს და სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს.