სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

საქართველოს პრეზიდენტი გოლასკურში თაფლის წარმოების პროცესს გაეცნო

2020-03-10 18:44:00

საქართველოს პრეზიდენტი, სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას, სახელმწიფო რწმუნებულთან და სენაკის მერთან ერთად სოფელ გოლასკურში თაფლის წარმოების პროცესს გაეცნო და მცირე მეწარმეებს შეხვდა.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების თავმჯდომარემ ალეკო პაპავამ პრეზიდენტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მეფუტკრეებისა და თაფლის წარმოების წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ და ქართული თაფლის წარმოების ხელშეწყობასა და პოპულარიზაციისათვის მხარდაჭერა სთხოვა.

პაპავას განცხადებით, საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანება ამ ეტაპზე 10 ასოციაციასა და 3 კომპანიას აერთიანებს, რომელშიც ოთხი ათასზე მეტი მეფუტკრეა გაწევრიანებული.

"მეფუტკრეობას საქართველოში დიდი ხნის ტრადიცია და ისტორია აქვს. საქართველოში არქეოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით, თაფლის წარმოება 7000 წლით თარიღდება. ქართული ფუტკრის ჯიშები სხვა ფუტკრის სახეობებისგან განსხვავებით უნიკალურად აქცია საქართველოს კომპლექსურმა კლიმატურმა მახასიათებლებმა და ფლორის ბიომრავალფეროვნებამ. საქართველოში იწარმოება პოლუფლორული თაფლი, კერძოდ კი, აკაციის, ცაცხვის, წაბლის, ალპური და „ჯარას“ ველური თაფლი“, - აღნიშნა პაპავამ.

მისი განცხადებით, დღეს მეფუტკრეთა პრობლემას თაფლის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაცია და ვეტერინარების დეფიციტი წარმოადგენს. ალეკო პაპავას განცხადებით, მეფუტკრეობაში ანტიბიოტიკების გამოყენების პრობლემა ნელ-ნელა გვარდება, ამისათვის საჭიროა მეუტკრეთა კიდევ უფრო მეტი განათლება და ტრეინინგები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო