ახალი ამბები
აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
2020-02-28 14:53:00
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან, აბაშისა და მარტვილის მაჟორიტარ დეპუტატ ოთარ დანელიასთან და აბაშის მერ ლევან მაკალათიასთან ერთად აბაშაში რიგით 76-ე საზოგადოებრივი ცენტრი საზეიმოდ გახსნა.
აბაშის საზოგადოებრივი ცენტრი აბაშის და მიმდებარე 36 სოფლის 23 000-მდე მცხოვრებელს მოემსახურება.
ახლად გახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდა უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა შეხვედრების დარბაზი. ცენტრს ექნება უფასო ინტერნეტი. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ეძლევა კომფორტულ გარემოში, ადგილიდან გაუსვლელად, სწრაფად ისარგებლოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200 მეტრი მომსახურებით.
აბაშის შემდეგ საზოგადოებრივი ცენტრი ხობში გაიხსნება. ამჟამად სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში შვიდი საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.