სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ცაიშში სოფლის კრებაზე ადგილობრივებმა პრიორიტეტები აირჩიეს

2020-02-11 12:25:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებები მიმდინარეობს. ამჯერად სოფლის კრება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში ჩატარდა.

მოსახლეობის მიერ, პრიორიტეტების შერჩევის პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ედიშერ თოლორაია და ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია დაესწრნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრნენ და მათგან არსებული პრობლემების და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

სოფლის კრებაზე, ადგილობრივების უმეტესობამ, მხარი რკინიგზის გადასასვლელის რეაბილიტაციას, გარე განათების და მოსაცდელის მოწყობას დაუჭირა.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია.

პროგრამით, მუნიციპალიტეტებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები ფინანსდება. სოფლების მიერ შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის შემადგენელი ნაწილია.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო