სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეოთხე წლიური კონფერენცია გაიმართა

2020-02-09 16:11:00

ზუგდიდში, საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მეოთხე წლიური კონფერენცია გაიმართა, სადაც 2019 წელს ჩატარებული სამუშაოები და წელს განსახორციელებელი გეგმები მიმოიხილეს. ასოციაციის წევრებთან გამართულ შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებამ მიიღო უახლესი ინფორმაცია თხილის დარგში აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა  მავნებლებთან, დაავადებებთან ბრძოლა, ნიადაგის განოყიერება, მოსავლის დაზღვევა, შეღავათიანი ფინანსური პროდუქტები და სხვა.

საქართველოს  თხილის მწარმოებელთა  ასოციაცია 2013  წელს შეიქმნა.  ამ  დროისთვის აერთიანებს 15 000-მდე წევრს, რომლებიც გაერთიანებულნი არიან 1320 სამუშაო ჯგუფში. ასოციაციის ძირითადი მიზანია საქართველოში თხილის მოვლასთან დაკავშირებული ცოდნის  ამაღლება,   თხილის  ხარისხის  გაუმჯობესება და  წარმოების გაზრდა. ასოციაციის მუშაობა გამოირჩევა იმით, რომ მასში გაწევრიანებული ფერმერები იყენებენ ჯგუფური მუშაობის  მეთოდს, რაც მათ საშუალებას აძლევს ერთმანეთს გაუზიარონ თავიანთი პრაქტიკული გამოცდილება და ერთად მონახონ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრის გზები.   თითოეულ ჯგუფს ჰყავს ლიდერი ფერმერი. 

დღეის მდგომარეობით თხილის მწარმოებელ ფერმერებს ემსახურება 100-მდე კვალიფიციური აგრონომი, რომლებიც სეზონის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში არიან ჩართულნი ფერმერების  კონსულტაციის პროცესში, აძლევენ  მათ  რეკომენდაციებს და აკვირდებიან მათ  მიერ თხილის ბაღებში  შესრულებულ სამუშაოებს. გარდა აგრონომის მომსახურებისა, ასოციაციის წევრები სარგებლობენ შეღავათებით სხვადასხვა სერვისების მისაღებად,  მათ  შორის:  ნიადაგის გამოკვლევა,  შესაწამლი  ტექნიკით უზრუნველყოფა, მოსავლის გარჩევა/შრობა/შენახვა და ა.შ. ასოციაცია უზრუნველყოფს ასევე მათთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ამაღლებას  საჭირო სასუქების, შხამქიმიკატებისა და ინვენტარის გამარტივებულად შეძენის მიზნით.

2019 წელს ასოციაციასთან ერთად განხორციელდა „თხილის მოსავლის გადარჩენის პროგრამა“, რომლის დამფინანსებლები იყვნენ სახელმწიფო, USAID და ფერერო. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ასოციაციაში დამატებით გაწევრიანდა 14 000-მდე მეთხილე ფერმერი, რომლებსაც  უსასყიდლოდ გადაეცათ 2000-მდე შესაწამლი აპარატი.  პროგრამის წარმატებით განხორციელებამ განაპირობა თხილის მოსავლის როგორც ხარისხობრივი გაუმჯობესება, ისე მოსავლიანობის ამაღლება და შესაბამისად ფერმერთა შემოსავლების გაზრდა. პროგრამა გაგრძელდება 2020 წელსაც, რომლის ფარგლებში იგეგმება ასოციაციის წევრების გაზრდა 30,000 ფერმერამდე და დამატებით 1500 შესაწამლი აპარატის გადაცემა.

კონფერენციას სხვადასხვა დარგობრივი უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად  არასამთავრობო  და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები,  უცხოელი  სტუმრები, თხილის გადამამუშავებლები, სასუქებისა და პესტიციდების მწარმოებლები, ფინანსური ინსტიტუტები, სადაზღვეო კომპანიები და თხილის სექტორში მოღვაწე მეცნიერები ესწრებოდნენ.

კონფერენციის დასრულების შემდეგ ჩატარდა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის არჩევნები.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო