ახალი ამბები
შეხვედრა აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელთან

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად კოტე ბასარია დაინიშნა. ახალი ხელმძღვანელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ალექსანდრე მოწერელიას, მის მოადგილეებს და რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ანზორ მარგიანმა, ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა წარუდგინეს.
შეხვედრაზე დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე და ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს