სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

პროექტების დათვალიერება მარტვილსა და ჩხოროწყუში

2020-01-29 18:17:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროს ნუგზარ გაბელიასთან და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან ალექსანდრე ხურცილავასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

დიდი ჭყონის ადმინისტრაციულ ერთეულში სასწრაფო–სამედიცინო დახმარების შენობის სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში აშენდა სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების შენობა. პროექტის ღირებულებამ 148 461 ლარი შეადგინა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში სალხინო-ტალერის დამაკავშირებელი საცალფეხო ხიდის მოწყობის სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო ხიდის საძირკველი მონოლითური რ/ბეტონით, ლითონის კონსტრუქციის ბურჯები, სავალი ნაწილი და მოაჯირები. პროექტის ღირებულებამ 97 131 ლარი შეადგინა. საცალფეხო ხიდის მოწყობის სამუშაოების სახელმწიფო ბიუჯეტით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სალხინო-ლეცავეს დამაკავშირებელ ხიდთან მისასვლელი საავტომობილო გზის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. პროექტის ღირებულება 26 658 ლარია. სამუშაოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.

9 აპრილის ქუჩიდან ხუნწის ადმინისტრაციული ერთეულის მიმართულებით გზის ასფალტობეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოების II ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 697 მეტრი ასფალტობეტონის საფარი. პროექტის ღირებულება 547 023 ლარს შეადგენს. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.

სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ასევე იმყოფებოდა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში, სადაც მერის პირველ მოადგილესთან გოჩა ჩიქოვანთან ერთად ჭოღას და ნაფიჩხოვოს საექიმო ამბულატოერიები დაათვალიერა და ნაფიჩხოვოს საბავშო ბაღის რეაბილიტაციას გაეცნო.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო