სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა მესტიაში გაიმართა

2020-01-22 19:16:00

მიმდინარე ზამთრის სეზონზე მთის კურორტებზე არსებული გამოწვევების აღმოფხვრისა და საჭიროებებზე დროული რეაგირების მიზნით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა ამჯერად სვანეთში გაიმართა. ბაკურიანისა და გუდაურის შემდეგ სამუშაო შეხვედრა მესტიაში შედგა.


საკოორდინაციო შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ფარცვანია და ნინო ვიბლიანი, მთის კუროტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელი თეიმურაზ გამცემლიძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა სამინისტროების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

,,საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით საკოორდინაციო ჯგუფი აგრძელებს საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სამუშაო შეხვედრებს. სვანეთში საკოორდინაციო შეხვედრა ყველა უწყებასთან შედგა, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულია სამთო-სათხილამურო კურორტთან, ისევე როგორც ტურიზმთან. ჩვენ ადგილზე გავეცანით სეზონზე მიმდინარე გამოწვევებს, ისევე როგორც წარმატებით განხორციელებულ პროექტებს, რომელიც შესრულდა წინა სეზონის მოსამზადებელი პერიოდისთვის. ასევე მოვინახულეთ სათხილამურო ტრასები, ვნახეთ საკმაოდ ბევრი საერთაშორისო ისევე როგორც შიდა ტურისტი. იქიდან გამომდინარე რომ სამთო-სათხილამურო ტრასები გამართულია და თოვლიც გვაქვს. მოვუწოდებ ყველა უცხოელ და ქართველ ტურისტს იმოგზაუროს სვანეთში ზამთრის სეზონზე”-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.

უწყებები ზამთრის სეზონის განმავლობაში კოორდინირებულ რეჟიმში მოქმედებენ, რათა კურორტების მართვის ეფექტიანობა გაიზარდოს. სვანეთში გამართულ შეხვედრაზე ზამთრის სეზონზე არსებული გამოწვევები და მათი მოკლე ვადაში შესაძლო გადაჭრის გზები განიხილეს. საკოორდინაციო შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ენერგო-პრო ჯორჯიას ხელმძღვანელებთან ერთად სვანეთში ელექტრო ენერგიის გაზრდილ მოხმარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ელექტრო ენერგიის ჭარბი გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო შეფერხების დაფიქსირების შემთხვევაში მოქმედების სხვადასხვა მიმართულებები განიხილეს.

მესტიაში გამართულ შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს წყალმომარაგების, გზების, პარკინგისა და სამედიცინო მომსახურეობის საკითხებზე იმსჯელეს.
 

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო