სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

აბაშასა და მიმდებარე სოფლებში წყლის მიწოდება აღდგა

2020-01-18 11:37:00

დღეს დილიდან, აბაშასა და მიმდებარე სოფლებს წყლის მიწოდება სრულად აღუდგა.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საავარიო და ტექნიკური ჯგუფების, რამდენიმე დღიანი ურთულესი და 24 საათიანი მუშაობის შედეგად ქსელის დაზიანებით გამოწვეული პრობლემები აღმოფხვრილია და ადგილობრივ მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

სამუშაოების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნია და ადგილობრივ მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები. აბაშის მუნიციპალიტეტის სტაბილური წყალმომარაგებისთვის წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების წარმოებისას კონტრაქტორი კომპანიის მხრიდან ქსელის დაზიანებამ წყლის ამღვრევა გამოიწვია, რის გამო აბაშასა და მიმდებარე სოფლებს - მაიდანს, გულუხეთს, ონტოფოს, სამიქაოსა და აბაშისპირს წყალმომარაგება რამდენიმე დღით შეუწყდა.

ინტენსიური სამუშაოების პარალელურად, მოსახლეობისთვის წყალმზიდების საშუალებით წყლის მიწოდება მთელი ამ დღეების განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ხდებოდა. მოსახლეობას წყალმომარაგების შეფერხებასთან დაკავშირებით სმს შეტყობინება წინასწარ დაეგზავნათ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო