სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია ხობში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

2020-01-14 22:26:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის ფარგლებში ხობსა და ფოთში მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

სახელმწიფო რწმუნებული ხობის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ხობში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობის პროცესს გაეცნო. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივ ცენტრში მუნიციპალიტეტის მოსახლეობას სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკითა და საკონფერენციო დარბაზით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. ცენტრის მშენებლობაზე 700 ათას ლარამდე დაიხარჯება.

სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო ქალაქ ხობში, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 270 ათას ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. სასწრაფო დახმარების ცენტრები 2019 წელს აბაშასა და მარტვილში გაიხსნა. ახალი ცენტრების მშენებლობა დასრულებულია სენაკსა და დიდიჭყონში. სასწრაფოს ცენტრები რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში შენდება.

ალექსანდრე მოწერელიამ დღესვე ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობზე 250 მეტრიანი საცალფეხო ხიდის მშენებლობა დაათვალიერა. პროექტი საქართველოს მთავრობის მიერ სტიქიის დროს დაზიანებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხით ხორციელდება და მისი ღირებულება 337 000 ლარია. ხიდის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< February 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24
25262728  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო