ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კომპლექსური რეაბილიტაცია დასრულდა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის კომპლექსური რეაბილიტაცია დასრულდა.
► ბაღის ტერიტორიაზე განახლდა არსებული შენობები, მოეწყო სასეირნო ბილიკები,ხელოვნური ტბა, ჰერბარიუმი. ბაღს დაემატა მცენარეთა ახალი ჯიშები.
► მსურველებს განახლებული ბოტანიკური ბაღის მონახულება უკვე 29 დეკემბრიდან შეუძლიათ.
► რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება - 10 მლნ ლარზე მეტია.
► პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის მერიასთნ ერთად განახორციელა.
✅ ფონდ „ქართუსა“ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაცია საქართველოს მუზეუმების ასოციაციამ მომზადდა.
✅ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახვეწის მიზნით, რეაბილიტაციის პროექტი ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, მათი მეთოდოლოგიური რჩევებით შემუშავდა.
✅ ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი, საქართველოს სხვა 4 ისტორიულ ბაღთან ერთად, ჩაერთო ევროსაბჭოს კულტურულ მარშრუტში. ისტორიული ბაღების ევროპულ კავშირს საქართველო 2019 წელს შეუერთდა.