ახალი ამბები
სოფელ ტყირში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ტყირში დამშრობი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს.
სამუშაოების ფარგლებში იწმინდება მაგისტრალური არხი, რომლის სიგრძეც 8 კილომეტრია, არხზე ასევე მოეწყობა 24 მილხიდი, პროექტის საერთო ღირებულება 368 000 ლარია.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები და საქარველოს მელიორაციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსი თემურ გაბელაია გაეცნენ