ახალი ამბები
ფოთში კუნძულის უბანზე სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი სრულდება
ფოთში კუნძულის სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სანაპირო ზოლის მიმდებარედ 2 კილომეტრიანი გზის საფარის მოასფალტების სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან გოჩა კურდღელასთან ერთად გაეცნო. სანაპირო ზოლზე უკვე დასრულდა განათების სამუშაოების წარმოება. ობიექტზე პირველი ეტაპის სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება.
პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, სასეირნო ბილიკების, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სასმელი წყლის შადრევნების, ვეტერანთა სახლის, სპორტული და საბავშვო მოედნების მოწყობას, ასევე კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს.
კუნძულის სანაპირო ზოლის და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.