სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდს სოფლის მეურნეობის თანამედროვე კვლევითი ცენტრი ექნება

2019-12-04 18:28:00
იაპონიის საელჩოში სამი პროექტის ხელმოწერის ცერემონია გაიმართა. აქედან ერთ-ერთი პროექტი ზუგდიდში ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, მოხდება ზუგდიდში თანამედროვე კვლევითი ცენტრის დაფინანსება, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი ფერმერები შეძლებენ ლაბორატორიული კვლევების განხორციელებას, რითაც გაიზრდება მათი კონკურენტუნარიანობა და კვების უსაფრთხოების ხარისხის და მართვის სტანდარტი. პროექტში “აგრო სახლმა" გაიმარჯვა.

ზუგდიდთან ერთად თუშეთიდან და ამბროლაურიდან წარდგენილმა პროექტებმა მოიპოვეს გამარჯვება. პროექტები დაფინანსებულია იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს გარემოს დაცვას, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების შესაძლებლობების ზრდას საქართველოში და მდგრად განვითარებას.

ხელმოწერის ცერემონიას, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა, იაპონიის ელჩი საქართველოში - ტადაჰარუ უეჰარა და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, იაპონიამ ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში დააფინანსა 176 საგრანტო პროექტი, რამაც 17 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა.
 
 
 
 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო