ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია იწყებს პროექტს - სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალგაზრდული სკოლა.
დაინტერესებლმა პირებმა (17-დან 30 წლამდე) ავტობიოგრაფია და სამოტივაციო წერილი უნდა გამოაგზავნონ 2019 წლის 1-დან 20 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე szs.gov.ge@gmail.com
სკოლის ფარგლებში ჩატარდება ლექცია-სემინარები, ექსკურსიები, გასვლითი ტურები. მოწვეული იქნებიან ქართველი და უცხოელი ექსპერტები. ლექცია-სემინარები ჩატარდება სხვადასხვა მიმართულებით (საერთაშორისო ურთიერთობები, საჯარო გამოსვლები, დებატების ხელოვნება, ტურიზმი და აგრო-ბიზნეს მენეჯმენტი).
მეორე ეტაპზე გასულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება. რეგიონის მასშტაბით შეირჩევა 60 ახალგაზრდა. პროგრამა 6 თვიანია.
პროექტი განხორციელდება კერძო ბიზნესის მხარდაჭერით.