ახალი ამბები
ზუგდიდის ოთხ სოფელში ღია შეხვედრების ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა
პროექტ „ღია შეხვედრების“ ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ შეხვედრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით ვერავა, ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია და პარლამენტის წევრი ირაკლი (დაჩი) ბერაია დაესწრნენ.
შეხვედრები სოფელ ნარაზენში,შამადელაში,ახალსოფელსა და ჯუმში გაიმართა. შეხვედრაზე ადგილობრივებმა მათი საჭიროებების და პრობლემების შესახებ ისაუბრეს და სამთავრობო გუნდის წევრებისგან დასმულ შეკითხვებზე პასუხები მიიღეს. მოისმინეს ინფორმაცია მომავალი წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრებზე მოსახლეობამ ძირითად პრიორიტეტებად გამოკვეთა წყალმომარაგების და გაზიფიცირების პრობლემები. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე დასახელებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება მოსახლეობის მიერვე შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით მოხდება.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის პროგრამებს, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს. ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში აქტიურად მიმდინარეობს.