ახალი ამბები
თეკლათში, ,,ღია შეხვედრების” დროს წამოჭრილი პრობლემა მოგვარებულია
სენაკის მუნიციპალიტეტის თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობასთან ,,ღია შეხვედრის“ დროს წამოჭრილი პრობლემა – სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, დაშრობითი და სამელიორაციო სამუშაოების დროული განხორციელება – გადაჭრილია.
დღეს, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი პირველ მოადგილესთან გრიგოლ ბაღათურიასთან, საქართველოს მელიორაციის დასავლეთის რეგიონალური სამსახურის უფროსთან თემურ გაბელიასთან, რიონი-ხობის სერვის-ცენტრის უფროსთან მამუკა გვასალიასთან და შესაბამისი სფეროს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში მასშტაბური დაშრობითი და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის პროექტები ხორციელდება:
გოლასკურის უბანში, 2 690 გრძივ მეტრზე, მიმდინარეობს არხის გაწმენდითი სამუშაოები – ღირებულებით 15 160 ლარი.
ამავე უბანში, მეცხოველეობის ფერმის მიმდებარედ, ასევე მიმდინარეობს 2,6 კმ არხის ამოწმენდითი სამუშაოები – ღირებულებით 15 398 ლარი.
გოლასკურის უბანში, გაიწმინდა არხი 3 605 გრძივ მეტრზე. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 15 160 ლარი შეადგინა.
სოფლის ზედა მხარეს, 300 ჰექტარ ფართობზე, 2 კმ. სიგრძის არხს, ჩაუტარდა გაწმენდითი სამუშაოები – ღირებულებით 16 267 ლარი.
რკინიგზის მიმდებარედ, ამოიწმინდა 2 კილომეტრი სიგრძის არხი – ღირებულებით 9 360 ლარი.
ამ ეტაპზე, ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში, 13 ჰექტარზე, მიმდინარეობს სამელიორაციო სამუშაოები – ღირებულებით 13 300 ლარი.
დაშრობითი და სამელიორაციო სამუშაოები ჩატარდა:
ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში – 204 ჰექტარზე, ღირებულებით – 57 000 ლარი
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში – 108 ჰექტარზე, ღირებულებით – 50 000 ლარი
ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში – 13 ჰექტარზე, ღირებულებით – 8 900 ლარი.
იმდინარე წელს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 200 545 ლარის სამელიორაციო და დაშრობითი სამუშაოები განხორციელდა.
შედეგად, ადმინისტრაციულ ერთეულებში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის საფრთხე აღმოიფხვრა.