ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელიამ და ილია ბეგიაშვილმა ფოთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს
2019-11-15 19:55:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან ილია ბეგიაშვილთან და ფოთის ადგილობრივის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო.
სახელმწიფო რწმუნებულმა და მინისტრის მოადგილემ ფოთში, კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს. პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს, 2 000 მეტრიანი სანაპირო ზოლზე შიდა კომუნიკაციების მოწყობას, მისასვლელი გზების რეაბილიტაციას და განათების სისტემის მონტაჟს ითვალისწინებს.
პროექტის მეორე ეტაპი ჯებირის რეაბილიტაციას, საფეხმავლო და საავტომობილო გზის, სავარჯიშო ზონების, საჩრდილობლების, სპორტული მოედნის, ვეტერანთა სახლისა და საბავშვო მოედნის მოწყობას, კაფეებისა და კომერციული ობიექტების განთავსებას ითვალისწინებს. კუნძულის სანაპირო ზოლისა და მისასვლელი გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1 მილიონ 122 ათასი ლარით ფინანსდება.
კუნძულის უბანზე მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ ალექსანდრე მოწერელიამ და ილია ბეგიაშვილმა მდინარე კაპარჭის ამოწმენდის პროცესი დაათვალიერეს. პროექტი მდინარე კაპარჭას 3 700 მეტრიანი ზოლის გაწმენდასა და პალიასტომის ტბის ჰიდროდინამიური რეჟიმის აღდგენას ითვალისწინებს. ფოთში მდინარე კაპარჭაზე, ასევე აშენდება ახალი სანიჩბოსნო ბაზა, ამჟამად კი საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. სანიჩბოსნო ბაზაზე განთავსდება საცურაო აუზი, შენობის გარე და შიდა სივრცეები ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.
დღესვე სახელმწიფო რწმუნებული და მინისტრის მოადგილე გაეცნენ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტი სარდაფის, სახურავის, სამსახიობო და საგრიმიორო ოთახების , ვენტილაციის და გაგრილების სისტემის მონტაჟს გულისხმობს. პროექტის მეორე ეტაპზე კი თეატრის გარე ფასადის რეაბილიტაცია მოხდება. ასევე იმყოფებოდნენ ფოთის ყოფილი ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმის შენობაში, სადაც ახალი საზღვაო სასწავლებელი გაიხსნება, ამჟამად შენობის რეაბილიტაციის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს.