ახალი ამბები
დავით ფარცვანია საერთაშორისო კონფერიას „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ დაესწრო
2019-11-09 20:11:00
სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია ათენში საერთაშორისო კონფერენციას „შავი ზღვის ქვეყნების სამომავლო პერსპექტივები“ დაესწრო. კონფერენცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) და შავი ზღვის კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICBSS) ორგანიზებით ჩატარდა.
აღნიშნული კონფერენცია იყო დიალოგის პლატფორმა ევროკავშირის და ევროკავშირის არაწევრი შავი ზღვის აუზის ქვეყნების წარმომადგენლებს შორის და მიზნად ისახავდა შავი ზღვის ქვეყნებისთვის ერთობლივი პროექტების განხორციელებას.
კონფერენციის ფარგლებში, დავით ფარცვანიამ მონაწილეობა მიიღო 3 სამუშაო ჯგუფში - კულტურა/ტურიზმი, განათლება და ენერგეტიკა. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავდა დოკუმენტი, სადაც გამოკვეთილი იქნა რეგიონისთვის საჭირო კონკრეტული იდეები და პროექტები, რათა შემდგომში მოხდეს მათი გათვალისწინება ევროკავშირის პროგრამებში და ფინანსურ ინსტრუმენტებში. სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს, პროექტების განსახორციელებლად, დამატებით საერთაშორისო ფონდებთან თანამშრომლობის საკითხები.
დავით ფარცვანიას მიერ ყურადღება გამახვილდა ფოთში დაგეგმილი საზღვაო სასწავლებლის მშენებლობის და პროექტში შავი ზღვის ქვეყნების თანამშრომლობის საკითხზე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ასევე შეეხო შავი ზღვის რეგიონისთვის ერთიანი ტურისტული ხაზის ჩამოყალიბების თემას, ყურადღება გამახვილდა აგრო ტურიზმის განვითარებასა და რეგიონების როლის გაძლიერებაზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ევრო კომისიის წარმომადგენლები, საბერძნეთის რამდენიმე უწყების მინისტრი, ელჩები, კვლევითი ინსტიტუტების და სხვადახვა სამთავრო თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.