ახალი ამბები
რუხის სავაჭრო ცენტრში ყოველკვირეულად აგრობაზრობა გაიმართება
რუხის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე აგრობაზრობა გაიმართა, სადაც ადგილობრივებს უშუალოდ მეწარმეებისგან და ფერმერებისგან შეეძლოთ სასოფლო-სამურნეო პროდუქტის შეძენა.
საშემოდგომო ბაზრობაზე მეწარმეები და ფერმერები მთელი რეგიონიდან მონაწილეობდნენ, გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა წარმოდგენილი იყო ხელნაკეთი ნივთები და ტექნიკა. აგრო ბაზრობა რუხის სავაჭრო ცენტრში ყოველ შაბათს გაიმართება.
აგრობაზრობაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან დავით ვერავასთან და ზუგდიდის მერთან გიორგი შენგელიასთან ერთად იმყოფებოდა, წარმოდგენილ პროდუქციას გაეცნო და შემოდგომის ნობათი შეიძინა.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, მნიშვნელოვანია, მოსახლეობას ქონდეს საშუალება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი პირველწყაროსგან იყიდოს, ეს კარგია როგორც მწარმოებლისთვის ასევე მომხმარებლისთვის.
საშემოდგომო ბაზრობით დაინტერესებული მოქალაქეების გადაადგილებას უფასო ტრანსპორტით ზუგდიდის მერია უზრუნველყოფს.