სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ალექსანდრე მოწერელია გერმანიის ელჩს შეხვდა

2019-11-07 14:24:00
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ფოთის მერთან და მოადგილეებთან ერთად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში ჰუბერტ ქნირშს ფოთის მერიაში შეხვდა.

შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებასა და სამომავლოდ ერთობლივად განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა რეგიონის და უშუალოდ ქალაქ ფოთის ეკონომიკურ პოტენციალს. სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ ელჩს ქალაქის ისტორია გააცნო და მისი არქიტექტურული იერსახის განვითარებაში, გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის როლზე ისაუბრა. მოგვიანებით კი ელჩს, ფრიკის მიერ დაპროექტებული შენობები დაათვალიერებინა, რომლებიც დღეს უკვე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ.

ფრიკის მიერ აშენებული შენობების რეაბილიტაციაზე რწმუნებულის ადმინისტრაცია, ცენტრალურ ხელისუფლებასთან და ქალაქის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს. ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილი შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება და იქ საზღვაო სასწავლებელი განთავსდება, ამჟამად პროექტირების სამუშაოები სრულდება, ასევე მოხდება უშიშროების ყოფილი შენობის რეაბილიტაცია.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ქართულ-გერმანულ ურთიერთობებსა და 1918 წლის მოვლენებზე გამოფენის და საერთო სივრცის მოწყობას. 1918 წლის 28 მაისს, ფოთის პორტში ხელი მოეწერა შეთანხმებას გერმანიის იმპერიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის, სადაც საქართველომ მიიღო გერმანიის მფარველობა და აღიარება. ხელშეკრულებას, გერმანიის მხრიდან ხელს აწერდა გენერალი ოტო ფონ ლოსოუ და საქართველოს მხრიდან მთავრობის მაშინდელი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი აკაკი ჩხენკელი.

 

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო