სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ქარმა ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში საცხოვრებელი სახლები დააზიანა - ზარალს კომისია სწავლობს

2015-03-13 11:31:00

12 მარტს, საღამოს ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 5 სოფელს (მუხური, ჭოღა, თაია, ნაფიჩხოვო, ზუმი).  პირველადი მონაცემებით ქარმა 36 საცხოვრებელი სახლი დააზიანა. სახლების ნაწილს სახურავი მთლიანად ახდილი აქვს, ნაწილს კი ნაწილობრივ.

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ წუთებში დგინდება. ზარალის დამთვლელი კომისია ორ ჯგუფადაა გაყოფილი და მიყენებულ ზარალს ადგილზე სწავლობს. დაზარალებული ოჯახები წუხელვე მოინახულა მუნიციპალიტეტის გამგებელმა დათო გოგუამ.

ძლიერმა ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა წალენჯიხის მუნიციპალიტეშიც, სოფლებში ჯგალში, მიქავაში, საჩინოსა და ობუჯში პირვეადი მონაცემებით 15 საცხოვრებელი სახლის სახურავია დაზიანებული. ზარალს წალენჯიხაშიც სპეციალური კომისია სწავლობს. შემთხევევის ადგილი წუხელვე მოინახულეს გამგებლის მოადგილეებმა.

კომისიის მიერ ზარალის დადგენის შემდეგ მონაცემებს ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციასა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გააგზავნიან.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< January 2025 >
MonTueWedThuFriSatSun
  12345
6789101112
13141516171819
2021222324
25
26
2728293031  

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო