ახალი ამბები
ეგრისობა 2019
2019-11-02 22:54:00
სენაკში ,,ეგრისობის“ სახალხო დღესასწაული ნოქალაქევის არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორიაზე აღინიშნა.
დღესასწაულის ძირითადი ღონისძიება ნოქალაქევის უძველეს ციხე-გოჯში ჩატარდება, რომლის ფარგლებში სენაკში ყველის ფესტივალი დაფუძნდა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო 30-მდე სახეობის ქართული ყველი და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტები. გაიმართა მათი დეგუსტაცია და გამოფენა. ჩატარდა მასტერკლასები ყველის კერძების მომზადებაში.
„ეგრისობას“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა შეკრებილებს ,,ეგრისობა“ მიულოცა.
ქართული ყველის წარმოშობის ისტორიასა და ტექნოლოგიებზე ,,საქართველოს ყველის მწარმოებელთა გაერთიანება-გილდიის’’ გამგეობის თავმჯდომარემ ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ, ხოლო ქართულ სამზარეულოზე - საქართველოს გასტრონომიული მუზეუმის დამფუძნებელმა ესმა კუნჭულიამ ისაუბრეს.
ნოქალაქევში წარმოდგენილი იყო ეთნოგრაფიული კუთხეები, გამოიფინა აგროპროდუქტები, ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივ შემოქმედთა ნახატები.
ღონისძიების ბოლოს გაიმართა კონცერტი და საპატიო სენაკელების დაჯილდოების ცერემონიალი.