ახალი ამბები
ფახულანში ამბულატორიის მშენებლობა მიმდინაეობს

ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია „ თემი და გარემო“-ს დაფინანსებით განხორციელდება.
ამბულატორიის პრობლემა მოსახლეობასთან გამართულ "ღია შეხვედრაზე" იქნა წამოჭრილი. აღნიშნულ შეხვედრაზე ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ ეს საკითხი გამოკვეთეს.
რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობისა და მოგვარებისთვის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად 4 თვეა მიმდინარეობს. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ.