სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

სოფელ ნაფიჩხოვოში ,,ღია შეხვედრაზე“ დასახელებული ხიდების პრობლემა გვარდება.

2019-10-31 12:42:00

სოფელ ნაფიჩხოვოში, ხანწკის უბანში, მდინარე ,,შებეზე“ ახალი სახიდე გადასასვლელი მოეწყობა. ხიდის სიგრძე 13, 50 სიგანე 3,5 მეტრი იქნება.

აღნიშნული ხიდით რამდენიმე ოჯახი სოფლის ცენტრს დაუკავშირდება. ხიდის არქონა ადგილობრივებს გარკვეულ პრობლემებს უქმნიდა. აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდული იყო ტრანსპორტით გადაადგილება.

ნაფიჩხოვოში, მდინარე ,,ოჩხომურზე“ სტიქიის შედეგად დაზიანებული ბონდის ხიდის ადგილას დაწყებულია ასევე ახალი ბონდის ხიდის მოწყობის სამუშაოები, რომლითაც ორი უბანი ერთმანეთს დაუკავშირდება.

ხიდების მოწყობა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში ხორციელდება და ცენტრალური ბიუჯეტიდან 64 540 ლარით ფინანსდება.

აღნიშნული ხიდების მოწყობის საჭიროების სახითხი „ღია შეხვედრების“ ფარგლებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე დაისვა.
ადგილობრივებმა ერთ-ერთ პრიორიტეტად ხიდების მოწყობა დაასახელეს და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს საკითხის მოგვარება სთხოვეს.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე გოჩა ჩიქოვანმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერეს.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო