ახალი ამბები
ხობში, „ღია შეხვედრებზე“ დასმული ამბულატორიის პრობლემა მოგვარდა
ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა. ამბულატორიის რეაბილიტაციის საჭიროების საკითხი „ღია შეხვედრების“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე დაისვა.
ამბულატორიაში შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდა ჭერი, იატაკი და კედლები, მოეწყო პანდუსი. სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა. ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 23000 ლარი დაიხარჯა.
რეგიონის მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებული პრობლემების გაცნობისა და მოგვარებისთვის შეხვედრები ადგილობრივ მოსახლეობასთან აქტიურად 4 თვეა მიმდინარეობს. შეხვედრებში მონაწილეობას ცენტრალური, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებენ.