ახალი ამბები
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათში საავტომობილო გზის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აბედათის ადმინისტრაციულ ერთეულში, საავტომობილო გზის პირველი ეტაპის სამუშაოებს გაეცნო.
პროექტის ფარგლებში 4 537 მეტრზე ასფალტობეტონის საფარი დაიგო . ასევე ეწყობა გრუნტის კიუვეტები, წყალმიმღები ცხაური, გზის გადამკვეთი ლითონის მილები და ეზოში შესასვლელებში.
გზის ამ მონაკვეთზე ასფალტობეტნის საფარი არასდროს ყოფილა, გზა ავარიული იყო და ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემები ექმნებოდა.
პროექტის ღირებულება 1 190 000 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოები სს „არქეოპოლისი“ ასრულებს. პროექტი გარდამავალია და 2020 წლის მარტში დასრულდება.
აბედათის საავტომობილო გზის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.