ახალი ამბები
ალექსანდრე მოწერელია დოშაყეში გზის რეაბილიტაციას გაეცნო
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დოშაყეში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ცენტრთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა ამორტიზებული იყო და ადგილობრივებს გადაადგილების დროს პრობლემას უქმნიდა.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მარტვილის მერთან და მოადგილესთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში ახალი გზა 4 კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი ასევე ითვალისწინებს წყალსაწრეტი მილების, რკინა-ბეტონის და ბუნებრივი კიუვეტების, საყრდენი კედლების და საგზაო ნიშნების მოწყობას. ამჟამად მიმდინარე სამუშაოები გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპს წარმოადგენს და 2020 წლის მარტში დასრულდება. პირველი ეტაპის სამუშაოები კი გასულ წელს განხორციელდა, რის ფარგლებშიც ახალი საავტომობილო გზა 1,5 კილომეტრზე დაიგო.
დოშაყესა და დიდი ჭყონის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით ხორციელდება.