სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა

2019-10-22 13:50:00

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა. ცენტრის გახსნის ცერემონიალს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი, ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა, ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე რადეკ პოლიცარი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი აშენდა და აღიჭურვა ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის (CCRG) მიერ პროექტის ,,ზუგდიდში სკრინინგ ცენტრის დაფუძნება და პოპულარიზება“ ფარგლებში, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სფეროში თანამშრომლობის სააგენტოს კონტრიბუციით. პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგის ეროვნულ პროგრამებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ონკოლოგიური დაავადებების დროული გამოვლენის ხელშეწყობას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

ღონისძიებაზე ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასმა, ზუგდიდის სკრინინგ ცენტრი, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ონკოპრევენციის ცენტრს“ ოფიციალურად გადასცა. მოხდა ორმხრივი მემორანდუმი გაფორმდება ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის, რეგიონში კიბოს სკრინინგის ეროვნული პროგრამების განხორციელების მხარდაჭერის ნიშნად. ამ ღონისძიებით მხარეები, ასევე უერთდებიან ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიას ,,ვარდისფერი ოქტომბერი“ რომელიც 1997 წლიდან აღინიშნება.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო