სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში - აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის,
სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში

ზუგდიდიფოთიმარტვილიხობიწალენჯიხაჩხოროწყუაბაშასენაკიმესტიარეგიონის განვითარების სტრატეგია 2014-2021სამოქმედო გეგმაანგარიშები

ახალი ამბები

ჩხოროწყუმ 90 წლის იუბილე აღნიშნა

2019-10-19 20:02:00

დღეს, ჩხოროწყუს 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტში სახალხო ზეიმი ,,კოლხური შემოდგომა“ გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა. ღონისძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები დავით ვერავა და ლუდუკ ხასია ესწრებოდნენ.

,,კოლხური შემოდგომა“ მუნიციპალიტეტის მერმა დათო გოგუამ გახსნა და მუნიციპალიტეტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის 5 „საპატიო ჩხოროწყუელი“ დააჯილდოვა.

საპატიო ჩხოროწყუელის წოდება მიენიჭათ: შიო მუჯირს - (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრე, მაღალყოვლადუსამღვდლოესი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი;) ედემ კვირტიას - (მწერალი, პუბლიცისტი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი); არნოლდ ჟვანია - (ღვაწმოსილი მუშაკი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, წლების განმავლობაში ჩხოროწყუს რაიონის ხელმძღვანელი, საქართველოს ორი მოწვევის პარლამენტის წევრი); კოტე ვახანია - (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, დამსახურებული პედაგოგი); აველინა გოგუა - (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი, დამსახურებული პედაგოგი);

ჩხოროწყუსა და მოლეტაის მერებმა საზეიმო ვითარებაში ხელი მოაწერეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიასა და ლიეტუას რესპუბლიკის მოლეტაის მუნიციპალიტეტის მერიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ქალაქ ჩხოროწყუში საზეიმო ვითარებაში გახსნეს ასევე ზვიად გამსახურდიას ბიუსტი. დაესწრნენ სოფელ მუხურში ლაშა გახარიას სახლ-მუზეუმში გამართულ ღონისძიებას ,,დომიხვამით ოდაბადე“, დაათვალიერეს ჩხოროწყუს ისტორიულ მუზეუმში გამოფენა ,,ჩხოროწყუ 90 წლისაა“.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტმა დამყარდა ეროვნული რეკორდი, იაგო დარსალიამ 34 კილოგრამიანი სულგუნი დაამზადა, რისთვისაც საქართველოს რეკორდების ფედერაციის მიერ მუნიციპალიტეტს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი.

მთელი დღის მანძილზე მუნიციპალიტეტის ცენტრში მიმდინარეობდა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.

ღონისძიებების ბოლოს გაიმართა გალა კონცერტი, რომელშიც ადგილობრივი ბენდი, სოფო და ბორის ბედიები მონაწილეობდნენ.

 

ინვესტ ინ სამეგრელო-ზემო სვანეთიInvest in Samegrelo - Zemo Svanetiპროექტები

პროექტ–დაიჯესტი

ფოტო გალერეა

რეგიონის რუკა

რეგიონული რუკა

სიახლეების კალენდარი

< November 2024 >
MonTueWedThuFriSatSun
    123
4
5
678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ბანერები

საქართველოს პრეზიდენტისაქართველოს პარლამენტისაქართველოს მთავრობარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო